воскресенье, 27 апреля 2014 г.

ტრენინგის მერვე დღე

   დღევანდელი ტრენინგიც ტრადიციულად გამეორებით დავიწყეთ. შემდეგ ვისაუბრეთ ფასილიტაციის მნიშვნელობაზე პროექტის სწორად წარმართვისათვის. მნიშვნელოვანია, დავალება იყოს მოსწავლისათვის გასაგები და შესრულებადი. ავაწყვეთ მოსწავლისათვის მისაცემი დავალების ნიმუში PowerPoint-ში.
  მოვაწესრიგეთ ჩვენი პორტფოლიო და ავტვირთეთ ბლოგზე. შევისწავლეთ სიის გაჯეტის დამატება და თანმიმდევრობის  შეცვლა, ასევე ბლოგში ცვლილებების შეტანა.       ძალიან საინტერესო და საჭიროა ჰიპერლინკები, რაც გავიადვილებს  პრეზენტაციის მასალების ჩვენება.
     ძალიან ნაყოფიერი დღე იყო, ბევრი რამ ვისწავლე ჩვენი არაჩვეულებრივი ტრენერის დახმარებით.
     

суббота, 26 апреля 2014 г.

ტრენინგის მეშვიდე დღე

      სწავლების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლის საჭიროების  გათვალისწინება დავალების მიცემისას. დღეს შევადგინე  პროექტის "ქარსაცავები გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე" ფარგლებში სპეციალური საჭიროების მოსწავლისათვის მისაცემი დავალება.
      ვისწავლე ბლოგის გაჯეტი-საათის ჩასმა. ძალიან მომეწონა სხვა შესაძლებლობების განხილვაც.
      ვიმუშავეთ პროექტის გეგმის დახვეწაზე, რაც საკმაო ძალისხმევას მოითხოვს ყოველთვის ჩემგან, მაგრამ ტრენერის დახმარებით ძალიან გამიადვილდა.
     ძალიან მომწონს ტრენინგი და გული მწყდება, რომ დასასრულს უახლოვდება.

четверг, 17 апреля 2014 г.

ტრენინგის მეხუთე დღე

       .


        განვლილი მასალის გამეორების შემდეგ განვიხილეთ საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებისას აუცილებლად დასაცავი ეთიკური და სამართლებრივი ნორმები, რაშიც დაგვეხმარება გამოყენებული ლიტერატურის შაბლონის შევსება.
        ნებისმიერი ნაშრომის გამოქვეყნებისას მნიშვნელოვანია უკუკავშირი. ამიტომ ვიცწავლეთ კომენტარების დადება ბლოგზე. რა თქმა უნდა აუცილებელია შეგვეძლოს ბლოგის სათაურის რედაქტირება, ბლოგის წაშლა-აღდგენა. დღეს ეს ყველაფერი წარმატებით ავითვისეთ ჩვენი ტრენერის წყალობით.
         შევქმენით მოსწავლის ბლოგის ნიმუში, ვისწავლეთ გაჯეტების მნიშვნელობა და მათი გაკეთება.
         დღემ , როგორც ყოველთვის საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.

суббота, 12 апреля 2014 г.

ტრენინგის მეოთხე დღე

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ურთულესი საკითხი სწავლების პროცესში შეფასებაა, ამიტომ დღევანდელ ტრენინგზე განხილული საკითხები, რომლებიც შეფასების სახეებსა და შეფასების რუბრიკებს შეეხებოდა, ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის.  ყურადღებით წავიკითხე მოცემული მასალა და კმაყოფილი დავრჩი შემოთავაზებული საკითხების მოცულობითა და შინაარსით. ბევრი რამის გამოყენებაა შესაძლებელი საკუთარ პრაქტიკაში.
     შევქმენი  პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია  და გადავიტანე ბლოგზე.

среда, 9 апреля 2014 г.

ტრენინგის მესამე დღე

      მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ მესამე დღეა ტრენინგისა, უკვე დარწმუნებული ვარ წარმატებით შევძლებ მიღებული ცოდნისა და  ყველა  უნარ-ჩვევის წარმატებით გამოყენებას. დღე ძალიან ნაყოფიერი იყო. ბევრი რამ ვისწავლე და გავიაზრე. ვისწავლე სათანადო რესურსების მოძიებისა და გამოყენების სწრაფი და ეფექტური გზები. საგნის სტანდარტის გათვალისწინებით პროექტის მიზნის განსაზღვრა , მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ნიმუშების გამოყენება და პროექტში ჩასმა.
      ვიმუშავეთ  ბლოგის დიზაინზე და ბევრი ახალი რამ ვისწავლე.

воскресенье, 6 апреля 2014 г.

ტრენინგის მეორე დღე

   პროექტების მიმოხილვის შემდეგ გავიმეორეთ Word-ის ინსტრუმენტები, რათა უფრო ეფექტურად და სწრაფად გამოგვეყენებინა საჭიროემისამებრ. ვისწავლეთ ბუკლეტის დამზადება ძირითადი პრინციპების გამოყენებით. ყველა საჭირო ინსტრუმენტის გამოყენებით.
   ვისწავლეთ სურათის დაჭრა და შენახვა. საკუთარ ფოსტაზე დოკუმენტების გადაგზავნა დაარქივების შემდეგ. ჩემთვის ეს  ძალიან  საინტერესო გამოდგა, რადგან აქამდე ორ საფოსტო მისამართს ვიყენებდი ამ მიზნით.
   ვისწავლეთ სურათის ჩასმა ბლოგში.
   დღევანდელი ტრენინგი ჩემთვის ბევრისმომცემი იყო, რადგან  მუშაობისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები შევიძინე.

суббота, 5 апреля 2014 г.

ტრენინგის პირველი დღე

       გავეცანი ინტელის ძირითადი კურსის მიზნებს და აღმოვაჩინე, რომ ძალიან დიდ დახმარებას გამიწევს მუშაობაში. პორტფოლიოს საქაღალდის შექმნის შემდეგ შევინახე  კურსის რესურსები, რომელიც შემდგომი მუშაობისთვისაა საჭირო. ვისწავლე ტექსტში საინტერესო ნაწილის  მონიშვნა და დოკუმენტის შენახვა .
      ყურადღებით გავეცანი 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, რომლებიც საჭიროა გააჩნდეს მოსწავლეს და ყოველი  პროექტის მიზანსაც უნდა წარმოადგენდეს. შევქმენი ჩემი პირველი ბლოგი, რომელზეც დიდი სიამოვნებით ვიმუშავებ მომავალში.
     ტრენინგის პირველივე დღემ დიდი ინტერესი გამოიწვია და ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა.