суббота, 3 мая 2014 г.

ტრენინგის შეჯამება

      საინფორმაციო ტექნოლოგიების შემსწავლელი ტრენინგები განსაკუთრებით მომწონს და ყოველთვის დიდი სიამოვნებით და ხალისით ვესწრები. მით უმეტეს ,როცა ამ ტრენინგს ქალბატონი ქეთევან ცერაძე ატარებს. ეს გარანტიაა მაქსიმალური ცოდნის და პრაქტუკული უნარ-ჩვევების შეძენისა.
      ამ ტრენინგმა მაინც გადააჭარბა მოლოდინს იმდენი საინტერესო საკითხი შევისწავლეთ საფუძვლიანად.
    ვისწავლეთ ბუკლეტის დამზადება, სურათის ჩასმა ბლოგში. საჭირო რესურსების მოძიებისა და გამოყენების სწრაფი და ეფექტური გზები. საგნის სტანდარტის გათვალისწინებით პროექტის მიზნის განსაზღვრა , მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ნიმუშების გამოყენება და პროექტში ჩასმა.
      ვიმუშავეთ  ბლოგის დიზაინზე და ბევრი ახალი რამ ვისწავლე. პროექტის გავაკეთე  პორტფოლიოს პრეზენტაცია  და გადავიტანე ბლოგზე.
      განვიხილეთ საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებისას აუცილებლად დასაცავი ეთიკური და სამართლებრივი ნორმები, რაშიც დაგვეხმარება გამოყენებული ლიტერატურის შაბლონის შევსება.
   ნებისმიერი ნაშრომის გამოქვეყნებისას მნიშვნელოვანია უკუკავშირი. ამიტომ ვისწავლეთ კომენტარების დადება ბლოგზე. რა თქმა უნდა აუცილებელია შეგვეძლოს ბლოგის სათაურის რედაქტირება, ბლოგის წაშლა-აღდგენა.  ყველაფერი წარმატებით ავითვისეთ ჩვენი ტრენერის წყალობით.
         შევქმენით მოსწავლის ბლოგის ნიმუში, ვისწავლეთ გაჯეტების მნიშვნელობა და მათი გაკეთება.ვისწავლე ბლოგის გაჯეტი-საათის ჩასმა. ძალიან მომეწონა სხვა შესაძლებლობების განხილვაც.
      ვიმუშავეთ პროექტის გეგმის დახვეწაზე, რაც საკმაო ძალისხმევას მოითხოვს ყოველთვის ჩემგან, მაგრამ ტრენერის დახმარებით ძალიან გამიადვილდა. გავიაზრეთ ფასილიტაციის მნიშვნელობა პროექტის სწორად წარმართვისათვის. მნიშვნელოვანია, დავალება იყოს მოსწავლისათვის გასაგები და შესრულებადი. ავაწყვეთ მოსწავლისათვის მისაცემი დავალების ნიმუში PowerPoint-ში.
  მოვაწესრიგეთ ჩვენი პორტფოლიო და ავტვირთეთ ბლოგზე. შევისწავლეთ სიის გაჯეტის დამატება და თანმიმდევრობის  შეცვლა, ასევე ბლოგში ცვლილებების შეტანა.   ბლოგში გვერდების დამატება-შექმნა, დასათაურება და შენახვა. ასევე კორექტირება და წაშლა.
   ძალიან საინტერესო იყო picasa-ალბომის შექმნა და ბლოგზე ატვირთვა. სურათების ჩამატება-წაშლა, ახალი ალბომის გაკეთება და ძველის კორექტირება. ეს ძალიან დამეხმარება ბლოგის  შექმნის დროს.
   ზოგადად ტრენინგი ძალიან ბევრის მომცემი იყო. გული მწყდება რომ დამთავრდა.
   უღრმესი მადლობა მინდა ქალბატონ ქეთევანს გადავუხადო გაწეული შრომისათვის და საქმის ერთგულებისათვის. მისი ტრენინგები  დატვირთული გრაფიკის მიუხედავად ზეიმს ემსგავსება ჩემთვის. უდიდეს წარმატებას ვუსურვებ ამ არაჩვეულებრივ ადამიანს.

ტრენინგის მეცხრე დღე

   დღე დავიწყეთ გამეორებით. გავიხსენეთ განვლილი მასალა და პრაქტიკულად გავაკეთეთ გაჯეტების დამატება, შეცვლა, გადაადგილება და ა.შ.
   დღეს ვისწავლე ბლოგში გვერდების დამატება-შექმნა, დასათაურება და შენახვა. ასევე კორექტირება და წაშლა.
   ძალიან საინტერესო იყო picasa-ალბომის შექმნა და ბლოგზე ატვირთვა. სურათების ჩამატება-წაშლა, ახალი ალბომის გაკეთება და ძველის კორექტირება. ეს ძალიან დამეხმარება ბლოგის  შექმნის დროს. ვთვლი, რომ ასეთი სახით ფოტოების მიწოდება უფრო საინტერესო და სახალისოა.
    დღის ბოლოს გავაკეთეთ პროექტების პრეზენტაცია. ძალიან მომეწონა ქალბატონი ლია ნადიბაიძის  პრეზენტაცია პროექტისა, რომელიც ვაჟა-ფშაველას შემოქმედებას  ეძღვნება. ძალიან მიხარია, რომ ჩემი პროექტი ქმედითად მიიჩნიეს, როგორც კოლეგებმა, ისე ჩვენმა არაჩვეულებრივმა ტრენერმა.
   ძალიან კმაყოფილი ვარ ტრენინგის,  ბევრი პრაქტიკული და ძალიან საჭირო უნარ-ჩვევა შევიძინე.
    მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ ქეთევანს გაწეული უდიდესი შრომისათვის და  წამატება ვუსურვო.
    

воскресенье, 27 апреля 2014 г.

ტრენინგის მერვე დღე

   დღევანდელი ტრენინგიც ტრადიციულად გამეორებით დავიწყეთ. შემდეგ ვისაუბრეთ ფასილიტაციის მნიშვნელობაზე პროექტის სწორად წარმართვისათვის. მნიშვნელოვანია, დავალება იყოს მოსწავლისათვის გასაგები და შესრულებადი. ავაწყვეთ მოსწავლისათვის მისაცემი დავალების ნიმუში PowerPoint-ში.
  მოვაწესრიგეთ ჩვენი პორტფოლიო და ავტვირთეთ ბლოგზე. შევისწავლეთ სიის გაჯეტის დამატება და თანმიმდევრობის  შეცვლა, ასევე ბლოგში ცვლილებების შეტანა.       ძალიან საინტერესო და საჭიროა ჰიპერლინკები, რაც გავიადვილებს  პრეზენტაციის მასალების ჩვენება.
     ძალიან ნაყოფიერი დღე იყო, ბევრი რამ ვისწავლე ჩვენი არაჩვეულებრივი ტრენერის დახმარებით.
     

суббота, 26 апреля 2014 г.

ტრენინგის მეშვიდე დღე

      სწავლების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლის საჭიროების  გათვალისწინება დავალების მიცემისას. დღეს შევადგინე  პროექტის "ქარსაცავები გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე" ფარგლებში სპეციალური საჭიროების მოსწავლისათვის მისაცემი დავალება.
      ვისწავლე ბლოგის გაჯეტი-საათის ჩასმა. ძალიან მომეწონა სხვა შესაძლებლობების განხილვაც.
      ვიმუშავეთ პროექტის გეგმის დახვეწაზე, რაც საკმაო ძალისხმევას მოითხოვს ყოველთვის ჩემგან, მაგრამ ტრენერის დახმარებით ძალიან გამიადვილდა.
     ძალიან მომწონს ტრენინგი და გული მწყდება, რომ დასასრულს უახლოვდება.

четверг, 17 апреля 2014 г.

ტრენინგის მეხუთე დღე

       .


        განვლილი მასალის გამეორების შემდეგ განვიხილეთ საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებისას აუცილებლად დასაცავი ეთიკური და სამართლებრივი ნორმები, რაშიც დაგვეხმარება გამოყენებული ლიტერატურის შაბლონის შევსება.
        ნებისმიერი ნაშრომის გამოქვეყნებისას მნიშვნელოვანია უკუკავშირი. ამიტომ ვიცწავლეთ კომენტარების დადება ბლოგზე. რა თქმა უნდა აუცილებელია შეგვეძლოს ბლოგის სათაურის რედაქტირება, ბლოგის წაშლა-აღდგენა. დღეს ეს ყველაფერი წარმატებით ავითვისეთ ჩვენი ტრენერის წყალობით.
         შევქმენით მოსწავლის ბლოგის ნიმუში, ვისწავლეთ გაჯეტების მნიშვნელობა და მათი გაკეთება.
         დღემ , როგორც ყოველთვის საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.

суббота, 12 апреля 2014 г.

ტრენინგის მეოთხე დღე

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ურთულესი საკითხი სწავლების პროცესში შეფასებაა, ამიტომ დღევანდელ ტრენინგზე განხილული საკითხები, რომლებიც შეფასების სახეებსა და შეფასების რუბრიკებს შეეხებოდა, ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის.  ყურადღებით წავიკითხე მოცემული მასალა და კმაყოფილი დავრჩი შემოთავაზებული საკითხების მოცულობითა და შინაარსით. ბევრი რამის გამოყენებაა შესაძლებელი საკუთარ პრაქტიკაში.
     შევქმენი  პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია  და გადავიტანე ბლოგზე.

среда, 9 апреля 2014 г.

ტრენინგის მესამე დღე

      მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ მესამე დღეა ტრენინგისა, უკვე დარწმუნებული ვარ წარმატებით შევძლებ მიღებული ცოდნისა და  ყველა  უნარ-ჩვევის წარმატებით გამოყენებას. დღე ძალიან ნაყოფიერი იყო. ბევრი რამ ვისწავლე და გავიაზრე. ვისწავლე სათანადო რესურსების მოძიებისა და გამოყენების სწრაფი და ეფექტური გზები. საგნის სტანდარტის გათვალისწინებით პროექტის მიზნის განსაზღვრა , მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ნიმუშების გამოყენება და პროექტში ჩასმა.
      ვიმუშავეთ  ბლოგის დიზაინზე და ბევრი ახალი რამ ვისწავლე.