დღე დავიწყეთ გამეორებით. გავიხსენეთ განვლილი მასალა და პრაქტიკულად გავაკეთეთ გაჯეტების დამატება, შეცვლა, გადაადგილება და ა.შ.
დღეს ვისწავლე ბლოგში გვერდების დამატება-შექმნა, დასათაურება და შენახვა. ასევე კორექტირება და წაშლა.
ძალიან საინტერესო იყო picasa-ალბომის შექმნა და ბლოგზე ატვირთვა. სურათების ჩამატება-წაშლა, ახალი ალბომის გაკეთება და ძველის კორექტირება. ეს ძალიან დამეხმარება ბლოგის შექმნის დროს. ვთვლი, რომ ასეთი სახით ფოტოების მიწოდება უფრო საინტერესო და სახალისოა.
დღის ბოლოს გავაკეთეთ პროექტების პრეზენტაცია. ძალიან მომეწონა ქალბატონი ლია ნადიბაიძის პრეზენტაცია პროექტისა, რომელიც ვაჟა-ფშაველას შემოქმედებას ეძღვნება. ძალიან მიხარია, რომ ჩემი პროექტი ქმედითად მიიჩნიეს, როგორც კოლეგებმა, ისე ჩვენმა არაჩვეულებრივმა ტრენერმა.
ძალიან კმაყოფილი ვარ ტრენინგის, ბევრი პრაქტიკული და ძალიან საჭირო უნარ-ჩვევა შევიძინე.
მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ ქეთევანს გაწეული უდიდესი შრომისათვის და წამატება ვუსურვო.

Комментариев нет:
Отправить комментарий