საინფორმაციო ტექნოლოგიების შემსწავლელი ტრენინგები განსაკუთრებით მომწონს და ყოველთვის დიდი სიამოვნებით და ხალისით ვესწრები. მით უმეტეს ,როცა ამ ტრენინგს ქალბატონი ქეთევან ცერაძე ატარებს. ეს გარანტიაა მაქსიმალური ცოდნის და პრაქტუკული უნარ-ჩვევების შეძენისა.
ამ ტრენინგმა მაინც გადააჭარბა მოლოდინს იმდენი საინტერესო საკითხი შევისწავლეთ საფუძვლიანად.
ამ ტრენინგმა მაინც გადააჭარბა მოლოდინს იმდენი საინტერესო საკითხი შევისწავლეთ საფუძვლიანად.
ვისწავლეთ ბუკლეტის დამზადება, სურათის ჩასმა ბლოგში. საჭირო რესურსების მოძიებისა და გამოყენების სწრაფი და ეფექტური გზები. საგნის სტანდარტის გათვალისწინებით პროექტის მიზნის განსაზღვრა , მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ნიმუშების გამოყენება და პროექტში ჩასმა.
ვიმუშავეთ ბლოგის დიზაინზე და ბევრი ახალი რამ ვისწავლე. პროექტის გავაკეთე პორტფოლიოს პრეზენტაცია და გადავიტანე ბლოგზე.
განვიხილეთ საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებისას აუცილებლად დასაცავი ეთიკური და სამართლებრივი ნორმები, რაშიც დაგვეხმარება გამოყენებული ლიტერატურის შაბლონის შევსება.
ნებისმიერი ნაშრომის გამოქვეყნებისას მნიშვნელოვანია უკუკავშირი. ამიტომ ვისწავლეთ კომენტარების დადება ბლოგზე. რა თქმა უნდა აუცილებელია შეგვეძლოს ბლოგის სათაურის რედაქტირება, ბლოგის წაშლა-აღდგენა. ყველაფერი წარმატებით ავითვისეთ ჩვენი ტრენერის წყალობით.
შევქმენით მოსწავლის ბლოგის ნიმუში, ვისწავლეთ გაჯეტების მნიშვნელობა და მათი გაკეთება.ვისწავლე ბლოგის გაჯეტი-საათის ჩასმა. ძალიან მომეწონა სხვა შესაძლებლობების განხილვაც.
ვიმუშავეთ პროექტის გეგმის დახვეწაზე, რაც საკმაო ძალისხმევას მოითხოვს ყოველთვის ჩემგან, მაგრამ ტრენერის დახმარებით ძალიან გამიადვილდა. გავიაზრეთ ფასილიტაციის მნიშვნელობა პროექტის სწორად წარმართვისათვის. მნიშვნელოვანია, დავალება იყოს მოსწავლისათვის გასაგები და შესრულებადი. ავაწყვეთ მოსწავლისათვის მისაცემი დავალების ნიმუში PowerPoint-ში.
მოვაწესრიგეთ ჩვენი პორტფოლიო და ავტვირთეთ ბლოგზე. შევისწავლეთ სიის გაჯეტის დამატება და თანმიმდევრობის შეცვლა, ასევე ბლოგში ცვლილებების შეტანა. ბლოგში გვერდების დამატება-შექმნა, დასათაურება და შენახვა. ასევე კორექტირება და წაშლა.
ძალიან საინტერესო იყო picasa-ალბომის შექმნა და ბლოგზე ატვირთვა. სურათების ჩამატება-წაშლა, ახალი ალბომის გაკეთება და ძველის კორექტირება. ეს ძალიან დამეხმარება ბლოგის შექმნის დროს.
ზოგადად ტრენინგი ძალიან ბევრის მომცემი იყო. გული მწყდება რომ დამთავრდა.
უღრმესი მადლობა მინდა ქალბატონ ქეთევანს გადავუხადო გაწეული შრომისათვის და საქმის ერთგულებისათვის. მისი ტრენინგები დატვირთული გრაფიკის მიუხედავად ზეიმს ემსგავსება ჩემთვის. უდიდეს წარმატებას ვუსურვებ ამ არაჩვეულებრივ ადამიანს.